Get All Access for $5/mo

პირადი გამოცდილება, როგორც ინსპირაცია - როგორ ითარგმნა ელენე ქოიავას ფასეულობები კლინიკა Healthy Look-ის მიდგომებში

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"მომხმარებელს მხოლოდ იმ ხარისხს ვთავაზობთ, რითიც თავად ვიქნებოდი კმაყოფილი", - ეს არის ელენე ქოიავას მიდგომა, როცა საქმე ბიზნესს ეხება. ესთეტიკური მედიცინის კლინიკა, Healthy Look-ის დამფუძნებლისთვის ბიზნესის წამოწყების ინსპირაცია პირადი, არც ისე სახარბიელო გამოცდილება იყო და ახლა ყველაფერს აკეთებს, რომ მისმა პაციენტებმა საუკეთესო გამოცდილება მიიღონ.

Entrepreneur-თან ინტერვიუში ელენე იხსენებს, რომ ინგლისში 11-წლიანი ცხოვრების შემდეგ სამშობლოში დაბრუნებულს სხვადასხვა არასასიამოვნო გამოცდილებამ უბიძგა ესთეტიკური კლინიკის გახსნისკენ. მისთვის, როგორც მომხმარებლისთვის, ამ სფეროში ბევრი რამ იყო გაუგებარი და გასაუმჯობესებელი.

მიუხედავად იმისა, რომ ესთეტიკური მედიცინა მსოფლიოსა თუ ლოკალური მასშტაბით ძალიან კონკურენტული და სწრაფად განვითარებადია, Healthy Look-ი ახერხებს იყოს გამორჩეული და პაციენტებისთვის საყვარელი ადგილი. სწორედ ამიტომ გეგმავს ელენე ბიზნესის დედაქალაქს გარეთ გაფართოებასა და რეგიონების მოცვასაც.

როგორ დაიწყო ელენე ქოიავას ანტრეპრენერული თავგადასავალი, რა არის მისი, როგორც ბიზნესპერსონის ღირებულებები და როგორი გეგმები აქვს Healthy Look-ის პროფესიონალთა გუნდს - დაწვრილებით ამ ყველაფრის შესახებ თავად ელენეს ვესაუბრეთ.

როგორ გაჩნდა თქვენი კლინიკის შექმნის იდეა?

გარეგნობაზე ზრუნვა ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო. მინდოდა, ჩემი კლინიკა გამეხსნა საქართველოში, რათა სხვებსაც მიეღოთ ის სერვისი, რაც მე მომწონდა და როგორსაც ევროპულ ქვეყნებში ვიღებდი. ვფიქრობ, ჩვენს ქვეყანაში მსგავსი ცენტრებისა თუ კლინიკების სიჭარბის მიუხედავად, ადამიანები ხშირად ვერ იღებენ ისეთი ხარისხის მომსახურებას, როგორსაც ეძებენ და იმსახურებენ. ჩემთვის წარმატებული ბიზნესი ნიშნავს სწორედ კმაყოფილ მომხმარებელს და შემდეგ ფინანსურ სარგებელს, ამიტომ მთავარი პრიორიტეტი ჩემთვის მომხმარებელი და მისი უსაფრთხოებაა.

სწორედ ამიტომ ჩვენს კლინიკაში დავნერგეთ ინდივიდუალური მიდგომა. თითოეული პროცედურა, რის გაკეთებასაც პაციენტი გადაწყვეტს, სწორედ მის საჭიროებებს არის მორგებული და არა პირიქით - პაციენტი - პროცედურას.

ეს არის მომსახურება, რის მიღებაც მე, როგორც მომხმარებელს, ყოველთვის მინდოდა და ამიტომაც დავაფუძნე Healthy Look- აქ გთავაზობთ ისეთი დონის სერვისს, როგორსაც თავად ვეძებდი ქართულ ბაზარზე.

რა იყო მთავარი მოტივაცია ბიზნესის დაწყებისას?

მრავალპროფილური კლინიკის გახსნას დიდი ხანი ვფიქრობდი. რამდენიმე წლის წინ დამიდგინდა როზაცეა (სახის კანზე მკვეთრად გამოხატული კაპილარები). საჭიროებიდან გამომდინარე, მომიწია სხვადასხვა კლინიკაში სიარული. სამწუხაროდ, ვერ ვნახე კლინიკა, სადაც მრავალფეროვანი სერვისები, მომსახურება, ხარისხი და სანდოობა ერთ სივრცეში იქნებოდა თავმოყრილი. მუდამ სხვადასხვა სპეციალისტთან სხვადასხვა კლინიკაში მიწევდა სიარული. ეს კი დამღლელიც იყო და დროც ბევრი მიჰქონდა. მკურნალობის პერიოდში სულ ვფიქრობდი, ახლა მე რომ კლინიკა მქონდეს, ამას შევთავაზებდი პაციენტს, ასეთ მკურნალობას დავნერგავდი, სერვისს ასე გავაუმჯობესებდი და ა.შ.

ამ და ბევრი სხვა გამოცდილებით წლინახევრის წინ გავხსენი მრავალპროფილური ესთეტიკური კლინიკა - ჩვენთან მოსულ პაციენტს შეუძლია ძალიან ბევრი პროცედურა ჩაიტაროს ერთ სივრცეში. რაც მთავარია, ამ პროცედურებს ატარებენ თავიანთი საქმის პროფესიონალები, ვისაც პირადად ვენდობი. ინსპირაციაც, შეიძლება ითქვას, ეს იყო - მრავალპროფილური ესთეტიკური კლინიკის შექმნა, რომელიც მომხმარებლის კმაყოფილებასა და ნდობას ყოველთვის გაამართლებდა.

რა გამოწვევები გქონდათ საწყის ეტაპზე და როგორ დაძლიეთ ისინი?

11 წელი ვცხოვრობდი ინგლისში და ვსწავლობდი ბიზნესსა და მენეჯმენტს. ვერ ვიტყვი, რომ მთლად ახალი და უცნობი სფერო იყო, მაგრამ საკუთარი ბიზნესის მართვა სულ სხვა პრობლემებს გამოკვეთს.

უამრავი გამოწვევა იყო გზაზე - თეორიულად რაღაც ვიცოდი, ხოლო პრაქტიკაში აღმოვაჩინე, რომ ასე არ კეთდებოდა. ყოფილა შემთხვევები, რომ მომატყუეს კიდეც და რთული გზით მომიწია რაღაცების სწავლა. მეგონა, ადამიანებს ასე თუ ისე ვიცნობდი და თურმე ბიზნესსაქმიანობას როცა ეხება საკითხი, სხვანაირად ვლინდება პიროვნება.

მე მჯერა, რომ ადამიანი სწავლობს თავის შეცდომებზე და სწორედ ამ მიდგომით ვმუშაობ ჩემს ბიზნესზეც. პრობლემური საკითხები ვაქციეთ შესაძლებლობებად, რამაც მეტად გაგვაძლიერა.

მთავარი ფაქტორი, რომელიც გიბიძგებდათ არჩეულ გზაზე სიარულის გაგრძელებისკენ ყველაზე რთულ დროსაც კი?

იყო მომენტები, როცა ვდარდობდი, როგორ გავუძღვებოდი კლინიკას, შევძლებდი თუ არა ამხელა ბიზნესის კეთებას. ამაზე ფიქრი უკან დახევის ნაცვლად წინსვლის მოტივაციას მაძლევდა. ვეუბნებოდი ხოლმე ჩემს თავს, "ეს ელენემ როგორ ვერ უნდა გააკეთოს?!" არ არსებობს გადაუჭრელი პრობლემები - ვფიქრობდი, რომ მოვაგვარებდი მას და წინ წავიდოდი.

არის ძალიან ბევრი ნიუანსი, რაც უნდა გაითვალისწინო - კლინიკის მართვა, პაციენტებზე ზრუნვა, მათი უსაფრთოხება, სამედიცინო რეგულაციები, რისკების მენეჯმენტი, კიდევ ბევრი სხვა, ერთი შეხედვით, პატარა დეტალი. ვფიქრობ, ეს პროგრესი, ყოველდღიური წინსვლა და მაღალი ნიშნული, რასაც, პირველ რიგში, საკუთარ თავს ვუწესებთ, ნამდვილად აღსანიშნავია.

თქვენს მომსახურებებზეც რომ ვისაუბროთ - რას სთავაზობთ მომხმარებელს?

კლინიკის მომსახურებაში შედის: ნუტრიციოლოგია, დერმატოლოგია, დერმატო-კოსმეტოლოგია, ინიექციური დერმატოლოგია, კოსმეტოლოგია, ენდოკრინოლოგია, ალექსანდრიტის ლაზერი ბოლო თაობის ლაზერის აპარატით DEKA AGAIN, რომელიც გახლავთ გრან პრის მფლობელი და არის სრულიად უმტკივნეულო; სხეულის აპარატურული მოდელირება და ცელულიტისა და ჭარბი ცხიმის სამკურნალო პროცედურები - LPG Alliance Medical, RF ლიფტინგი და დინამიური ტალღა, რომელიც უახლესი თაობის უნიკალური აპარატია ცელულიტის შესამცირებლად, კანის სტრუქტურის გასაუმჯობესებლად და ელასტიურობის გასაზრდელად; ასევე, პრესოთერაპია და სპა პროცედურები, სადაც სხეულის მასაჟების დიდი არჩევანია, ეს იქნება სამკურნალო და სარელაქსაციო მასაჟები თუ საკორექციო, ტანის პილინგები და შეფუთვები სხვადასხვა პრობლემის მოსაგვარებლად; გვაქვს Deka – IPL პროცედურები: აკნეს, როზაცეას თუ პიგმენტური ლაქების მკურნალობა; Deka – Nd:YAG პროცედურები: ონიქომიკოზის (ფრჩხილის სოკო), კაპილარებისა და ვარიკოზული ვენების მკურნალობა; ცივი პლაზმა PlasmaGE - კანზე სხვადასხვა წარმონაქმნის დიაგნოსტიკა და მათი მოცილება; ვატარებთ ისეთ არაინვაზიურ პროცედურებს, როგორიცაა, არაინვაზიური ბიორევიტალიზაცია, მეზოთერაპია, მიკროდერმააბრაზია, ასევე, სხვადასხვა ქიმიური პილინგი, სახისა და სხეულის KRF ლიფტინგი.

ასევე, ვართ ამერიკული ბრენდი Lucrece-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი. ეს გახლავთ კანის მოვლის უმაღლესი ხარისხის პროდუქცია გაჯერებული ღეროვანი უჯრედებითა და პეპტიდებით, შექმნილი დერმატოლოგების მიერ, რომელსაც აქვს ძალიან დიდი არჩევანი ყველა ტიპის კანის მოსავლელად.

და, რაც მთავარია, ვთავაზობთ უსაფრთხო გარემოს, კლინიკას მიღებული აქვს სამედიცინო სფეროში საქმიანობის ლიცენზია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ.

შესაბამისად, კლინიკაში პროცედურები ტარდება წესებისა და რეგულაციების სრული დაცვით და გაიდლაინების მიხედვით, რაშიც იგულისხმება: სანიტარიული ნორმების თუ ჰიგიენის წესების დაცვა, ინსტრუმენტების სტერილიზება, გვაქვს სასტერილიზაციო აპარატი ავტოკლავი, სამედიცინო ნარჩენების მართვის წესების დაცვა, რაც მომხმარებელთა გარანტირებულ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

როგორ ფიქრობთ, საკმაოდ კონკურენტულ ბაზარზე რა გამოგარჩევთ?

ყველაზე მნიშვნელოვანი 5 საკითხია, რასაც მომხმარებელს ვპირდებით: მაღალკვალიფიციური კადრები, პრეპარატის ხარისხი, ორიგინალი აპარატურა, უსაფრთხოება და სასიამოვნო გარემო.

Healthy Look-ში გვჯერა, რომ თითოეული მომხმარებლის კმაყოფილება და მიღებული მომსახურებით ბედნიერება არის ის, რისთვისაც თავდაუზოგავად ვმუშაობთ. სწორედ ეს გამოგვარჩევს ყველასგან.

ყველანაირ ბიზნესში, არამარტო ესთეტიკურ მედიცინაში, მგონია, რომ გამორჩეულობასა და ლიდერობას ადგენს მარტივი ნიშანი - ხარ ერთი რომელიმე კუთხით საუკეთესო (მაგალითად, გაქვს საუკეთესო აპარატურა, გყავს საუკეთესო პროფესიონალთა გუნდი და ა.შ.), თუ თითოეული მიმართულებით აკეთებ მაქსიმუმს. ჩვენ ყველაფერში უმაღლეს ნიშნულს ვუწესებთ საკუთარ თავს და ამიტომაც გვჯერა, რომ ლიდერობისთვის ყველაფერი გვაქვს.

როგორ ზრუნავთ Healthy Look-ში გუნდის წევრების პროფესიულ განვითარებაზე?

მე მგონია, რომ წარმატებულია ბიზნესი, როცა არა მხოლოდ მომხმარებელი გყავს კმაყოფილი, არამედ შენივე თანამშრომლებიც ბედნიერები არიან შექმნილი გარემოთი, აქვთ განვითარების საშუალება და ეს კომპანიის მხრიდან არის ხელშეწყობილი. ჩვენი ექიმები ხშირად ესწრებიან სხვადასხვა ტრენინგსა თუ ღონისძიებებს. გარდა ამისა, კლინიკაშიც ვატარებთ სწავლებებს - იქნება ეს მათი კვალიფიკაციის ამაღლებისთვის თუ სერვისის გაუმჯობესების მიზნით. ვიწვევთ პროფესიონალ ტრენერებს და ვახდენთ გუნდის წევრების გადამზადებას. თუკი ბაზარზე რაიმე ინოვაციაა, ვცდილობთ, პირველები ვიყოთ მის დანერგვაში და, შესაბამისად, ამ მიმართულებით სწავლებებიც გვაქვს.

ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია, როგორ უყურებენ პროცესს ჩვენი თანამშრომლები - რა იდეები აქვთ, რას შეცვლიდნენ, რა ტრენდები შეამჩნიეს ინდუსტრიაში. მენეჯმენტი ყოველთვის ღიაა და მზადაა მოსასმენად, სიახლეების დასანერგად და ამაში მთელი გუნდი ჩართულია.

რას მიიჩნევთ ყველაზე მნიშვნელოვან გაკვეთილად, რაც ბიზნესის მართვისას ისწავლეთ?

ყოველთვის მიენდეთ საკუთარ ინტუიციას. ჩემს შემთხვევაში ამართლებს. ცხადია, ყოველთვის ვისმენ სხვების აზრს და რაციონალურ მსჯელობას, სწორ ლოგიკას ვეთანხმები კიდეც - რადგან საბოლოო ჯამში გადაწყვეტილება გავლენას ახდენს ჩემს პაციენტებზე, ჩემს კლინიკასა და გუნდზე. თუმცა, პირველ რიგში, ვენდობი ჩემივე ინტუიციას და იმას, თუ რას მკარნახობს შინაგანი ხმა.

ბაზრის შესახებაც ვისაუბროთ: რამდენად ინოვაციურია სილამაზის ინდუსტრია და თქვენი კომპანია როგორ ახერხებს ტრენდებ აყოლას?

ძალიან სწრაფად ვითარდება ეს სფერო - თითქმის ყოველთვიურად რაღაც ინოვაცია გვხვდება ბაზარზე. ჩვენ ბაზარზე ახალი მოთამაშეები ვართ და ყველაფერი უახლესი და თანამედროვე გვაქვს კლინიკაში. ჩვენთვის სერვისის უმაღლეს დონეზე მიწოდება პრიორიტეტია.

ვფიქრობ, სიახლეებს აყოლა არ არის სასიცოცხლო მნიშვნელობის. შეიძლება, სიტყვაზე, წინა წლის აპარატს იყენებდეს კლინიკა, მაგრამ მომხმარებელმა უნდა იცოდეს, რომ ის აპარატურა, რაც ხვდება, უმაღლესი ხარისხისაა და თერაპევტი, მომსახურე პერსონალიც მაღალკვალიფიციურია. სწორედ ეს ქმნის სანდო მომსახურებას.

როგორ ფიქრობთ, რა არის თქვენი წარმატების საიდუმლო?

ჩემი გუნდი და ფასეულობები, რომლის გარშემოც ერთიანდებიან ეს ადამიანები. ჩვენ არასდროს შევთავაზებთ პაციენტს სერვისს, რომლითაც ჩვენ თვითონაც არ ვიქნებოდით კმაყოფილები. ამიტომ პაციენტს ყოველთვის დახვდება ის, რასაც ვპირდებით: მაღალკვალიფიციური პერსონალი, მაღალი ხარისხის მომსახურება, საუკეთესო პრეპარატები, წამყვანი ბრენდების უმაღლესი ხარისხის აპარატურა...

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

ჩვენ სულ ძიების პროცესში ვართ - მკურნალობის თუ მომსახურების თვალსაზრისით. თითქმის ორი წელია ვარსებობთ და უამრავი სიახლე შემოვიტანეთ ამ პერიოდის განმავლობაში. ჩვენი ესთეტიკური კლინიკა ამჟამად თბილისშია და ვფიქრობთ, რომ, როცა აქ მყარად ვიქნებით, ფილიალებს გავხსნით ბათუმსა და ქუთაისში. ამ ქალაქებში მოთხოვნა უკვე არსებობს და გვინდა, მომხმარებელს შესაბამისი სერვისიც მივაწოდოთ.

ინსპირაცია

ვინ არის ანტრეპრენერი?

პირველად იყო ანტრეპრენერი, და შემდეგ ... გაჩნდა შრომის დანაწილება, შეიქმნა პროფესიები და გაფართოვდა ადამიანური საქმიანობის სფერო.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია