Get All Access for $5/mo

საქართველოს ტურიზმის სამიტი 6 და 7 დეკემბერს ბათუმში გაიმართება

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს ტურიზმის 2024 წლის სამიტს ისევ ბათუმი უმასპინძლებს - ღონისძიება 6 და 7 დეკემბერს სასტუმრო "ჰილტონ ბათუმში" გაიმართება. სამიტში მონაწილეობას მიიღებენ ისეთი საერთაშორისო და ადგილობრივი კომპანიები, როგორებიც არიან AirDNA, Amadeus-ი, Spotify და ა.შ.

"ტურისტერი 2024"-ის ორგანიზატორები უცვლელად არიან "ტურიზმის ინსტიტუტი" და ციფრული მარკეტინგის სააგენტო "შინდი". ხოლო სამიტის მხარდამჭერებს შორისაა: "საქართველოს ბანკი", "ბეტა პრინტი", სასტუმრო "მარინა კოლიზეუმი" და "ეგზელაი" (Exely).

ღონისძიებაზე დასწრება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლება. დასაწრები ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია და 30 სექტემბრამდე Early Bird 30%-იანი ფასდაკლება მოქმედებს.

სამიტის გამოსვლები და ვორქშოპები სამი ძირითადი მიმართულებით წარიმართება:

  • ციფრული ტექნოლოგიები ტურიზმში
  • მდგრადობა
  • წინსვლა

სამიტი მოგცემთ საშუალებას, გაეცნოთ მსოფლიო ტურიზმში არსებულ ტრენდებს, საერთაშორისო ტურისტების მოთხოვნებს გლობალური და ადგილობრივი ბაზრის ჭრილში, აპარტოტელებისა და აპარტამენტების მონაცემზე დაყრდნობით ქალაქის პოზიციონირებას, ადგილობრივი ბაზრის შესაძლებლობებს და ბევრ სხვა საინტერესო საკითხს.

გარდა სფიქერებისა და მათი მომზადებული თემებისა, დამსწრეებს საშუალება ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ თემატურ ვორქშოპებში, პანელურ დისკუსიებსა და ნეთვორქინგ საღამოებში. ყველაფერი ეს კი, საბოლოო ჯამში, ცოდნისა და ინფორმაციის წყაროების გარდა, მოგცემთ კონტაქტების დამყარების შესაძლებლობას ტურიზმის ინდუსტრიის ადგილობრივ და საერთაშორისო სპეციალისტებთან.

სამიტს დაესწრებიან:

  • სასტუმროები და სხვა განთავსების ტიპის ობიექტები
  • ტუროპერატორები და ტურსააგენტოები
  • დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციები (DMO)
  • საავიაციო და სატრანსპორტო კომპანიები
  • აკადემიური სფეროს წარმომადგენლები
  • ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციები და ასოციაციები
ინსპირაცია

ვინ არის ანტრეპრენერი?

პირველად იყო ანტრეპრენერი, და შემდეგ ... გაჩნდა შრომის დანაწილება, შეიქმნა პროფესიები და გაფართოვდა ადამიანური საქმიანობის სფერო.

სიახლეები

2021 წლის 10 ყველაზე პოპულარული სტატია

რომელიმე სტატია ხომ არ გამოგრჩათ?

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია